Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება, ხოლო სისწრაფე, აშშ-ის ლიდერის თქმით ნიშნავს უსაფრთხოებას იმ ფონზე, როდესაც აშშ-ი ქვეყანაში მიმდინარე ოცწლიანი ომის დამთავრებას ესწრაფვის.

„ჩვენ არ შევსულვართ ავღანეთში იმისთვის, რომ სახელმწიფო შეგვექმნა. ავღანეთის ლიდერები ერთად უნდა შეიკრიბონ მომავლისკენ სავალ გზაზე“, - განაცხადა 8 ივლისს ჯო ბაიდენმა.

ამასთან აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოება გარანტირებული იქნება იმ ავღანელებისთვის, რომლებიც ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მუშაობდნენ.

„აშშ-ი თქვენი სახლი იქნება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ აშშ-ი ამ თვეში დაიწყებს რეისიების შესრულებას სპეციალური ამერიკული ვიზების მიმღები ავღანელების ევაკუაციისათვის.

გარდა ამისა, აშშ-ის ხელისუფლება ზოგიერთ ავღანელს მესამე ქვეყნებში გამგზავრებაშიც დაეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG