Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში გაზგასამართ სადგურზე, ხანძრის შედეგად დაშავებულები თბილისში გადაჰყავთ


გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებული პირები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ,,გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის განცხადებით, სამივე პაციენტს აღენიშნება ხანძრის შედეგად მიღებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. მისი თქმით ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ორს კი აალების შედეგად სხეულის მძიმე დამწვრობა აქვს. მათი გადაყვანა თბილისში, დამწვრობის ცენტრში იგეგმება.

შემთხვევა 8 ივლისს საღამოს მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამ გაზგასამართი სადგურის მოწილე გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახიცაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG