Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფას "კონფერენს ლიგაზე" საქართველოს კლუბებიდან მხოლოდ ბათუმის „დინამომ“ მოიგო


ბათუმის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ უეფას "კონფერენს ლიგის" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველი თამაში დიდი ანგარიშით მოიგო და თითქმის გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური.

ბათუმელებმა სან მარინოს „ტრე პენეს“ სტუმრად ოთხი გოლი გაუტანეს და ერთიც არ გაატანინეს.

"კონფერენს ლიგაზე" საქართველოს კიდევ ორი კლუბი ჩაება კონკურენციაში - „გაგრამ“ და გორის „დილამაც“ სტუმრად ჩაატარეს პირველი შეხვედრები, მაგრამ, ბათუმის „დინამოსგან“ განსხვავებით, ორივე დამარცხდა.

„გაგრამ“ მინიმალური ანგარიშით წააგო მონტენეგროს „სუტიესკასთან“. „დილა“ კი სლოვაკეთის „ჟილინასთან“ დაიჩაგრა - 1:5.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები საქართველოში 15 ივლისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG