Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მედიაზე თავდასხმასა და ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 5 პირს. ცოტნე ჩიხლაძეს, მუხრან დადვანს, ბაქარ მაისურაძეს, თორნიკე გაბლიანს და ოთარ გელაშვილს ბრალად ედებათ 5 ივლისს „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტზე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტებსა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე თავდასხმები.

პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალში ვკითხულობთ, დაკავებულ 5 პირს ბრალი წარედგინათ „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 7 და 8 ივლისს დააკავეს.

დაკავებულთა ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 7 და 8 ივლისს დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG