Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი, გამოვლინდა 1364 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 22 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 33 629 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1364 ​ შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 4.06 %.
  • ბოლო 7 დღის - 4, 07 %;
  • ბოლო 14 დღის - 3,67%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 376 200 შემთხვევა. მათგან 358 227 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5443 ადამიანი. სულ აცრილია 296 074 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG