Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს "ცემა-ტყეპა" არ მომხდარა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო


ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის დროს "მოახერხა", რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო და "ცემა-ტყეპაც არ მომხდარა".

"ვიღაცა რაღაცას იქ დამიძახებს ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არა აქვს. მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც ვიყავი და ერთი და იგივე ხდება, მაგრამ სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც მოხდა, ესეც არ მომხდარა. ჩვენს მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა. რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი", - აცხადებს ის.

გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში "თბილისი პრაიდს" სასურველი მასშტაბით ღონისძიების ჩატარების უფლება არ მისცემია - მონაწილეთა უსაფრთხოებაზე სახელმწიფომ პასუხისმგებლობა ვერ აიღო. ამავე პერიოდთან არის დაკავშირებული 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა, რომლის დროსაც 300-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყო არაერთი ჟურნალისტი.

XS
SM
MD
LG