Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს


ავღანეთის არმიის ბლოკპოსტი ყანდაარში
ავღანეთის არმიის ბლოკპოსტი ყანდაარში

ავღანეთის ყანდაარის პროვინციის დედაქალაქ ყანდაარსა და მის შემოგარენში გრძელდება მძიმე ბრძოლები ავღანეთის არმიას და ექსტრემისტულ დაჯგუფება თალიბანს შორის, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რაიონში აწარმოებს შეტევით ოპერაციას იმ ფონზე, როდესაც ავღანეთს ტოვებენ აშშ-ის ლიდერობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციური ძალები.

რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, 9 ივლისს თალიბების სამხედრო რაზმები შეიჭრნენ ყანდაარის ერთ-ერთ რაიონში და ხელთ იგდეს ქალაქის მახლობლად მდებარე რამდენიმე ადმინისტრაციული რაიონი.

ავღანეთის სამხედრო უწყების ცობით, ყანდაარის მეშვიდე პოლიციურ სექტორში ავღანეთის არმიამ ავიაციის მხარდაჭერით გაანადგურა 70 თალიბი მებრძოლი. ავღანეთის არმიის მხრიდან დანაკარგების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

იუწყებიან, რომ ბრძოლების შედეგად არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. მაგრამ ზუსტი ციფრები უცნობია.

ამასობაში თალიბები არ ადასტურებენ ბრძოლას ყანდაარში. ექსტრემისტული დაჯგუფება ამტკიცეს, რომ მათ ხელთ იგდეს ქალაქის მიმდებარე რამდენიმე რაიონთან დამაკაშირებელი მნიშვნელოვანი საკონტროლო-გამშვები პუნქტები.

XS
SM
MD
LG