Accessibility links

site logo site logo

შსს: ლექსო ლაშქარავას ოჯახს შევთავაზეთ, ექსპერტიზაში ჩართონ დამოუკიდებელი ექსპერტები


"ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და
საერთაშორისო ექსპერტმა",
- ეს არის განცხადება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ დაშავებული ლექსო ლაშქარავას დღეს გარდაცვალების ფაქტზე.

ლექსო 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი.

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG