Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შედგა. აქტიურობამ 34%-ს გადააჭარბა


მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 16 საათისათვის ქვეყანაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა 34%, რაც ნიშნავს, რომ არჩევნები შემდგარად ითვლება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, დორინ ჩიმილის თანახმად, 16 საათისათვის კენჭისყრაში მოლდოვაში 900 000-მა, ხოლო მის ფარგლებს გარეთ - 142 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილოება.
კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, ხმის მიცემა ნორმალურ რეჟიმში, სერიოზული ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს.


მოლდოვაში არჩევნების წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ (PAS) მხარს უჭერს ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 33,7 %; 25,2 %-ით მეორე ადგილზეა მოლდოველი კომუნისტებისა და პრორუსულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის, სოციალისტური პარტიის საარჩევნო ბლოკი.

სავარაუდოდ, 6-6 %-ს მიიღებენ სკანდალური მილიარდერის, ამჟამად უცხოეთში მცხოვრები ილან შორის, ევროსკეპტიკური „შორის“ პარტია და რუსეთის მოქალაქეობის მქონე პოპულისტი პოლიტიკოსის, რენატო უსატის, ბლოკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG