Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა იერიში მიიტანა კიდევ ერთი პროვინციის ცენტრზე, ქაბულის აეროპორტს ახალი ანტისარაკეტო სისტემა იცავს


ავღანეთის არმიის მეომრები თახარში
ავღანეთის არმიის მეომრები თახარში

თალიბანმა იერიში წამოიწყო ავღანეთის კიდევ ერთი პროვინციის დედაქალაქზე მაშინ, როცა მთავრობა ქაბულში აცხადებს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის ახალი სისტემა აამოქმედა ქაბულის აეროპორტში, რათა თავიდან აიცილოს თალიბანის საჰაერო თავდასხმები. 1 მაისს საერთაშორისო ძალების გაყვანის დაწყების შემდეგ თალიბებმა დაიკავეს ავღანეთის 423 რაიონის მესამედი, რაც იწვევს შეშფოთებას, რომ შეიძლება ქაბულის მთავრობა დაემხოს.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალებმა 11 ივლისს მოიგერიეს თალიბების იერიში თალოქანზე, თახარის პროვინციის დედაქალაქზე, რომელც ტაჯიკეთს ესაზღვრება. თახარის გუბერნატორის, აბდულა ქარლუქის, თქმით, მოწინააღმდეგის იერიში მოგერიებულ იქნა და მან უპრეცედენტო ზარალი ნახა ცოცხალი ძალის სახით. ქარლუქის ნათქვამის დასტური არ მოიპოვება. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა ძალებმა იერიში მიიტანეს ჰაერიდან და თალოქანის გარეუბანში ათზე მეტი თალიბი მეომარი მოკლეს. თალოქანი პროვინციის ბოლო დედაქალაქია, რომელზეც თალიბებმა იერიში მიიტანეს.

ამ კვირაში ისინი ყალა-ი-ნაუში შევიდნენ, ჩრდილო-დასავლეთში, ბადღისის პროვინციის დედაქალაქში და დაიკავეს პოლიციის და უშიშროების სამსახურების ობიექტები და გუბერნატორის ოფისის დაკავების მცდელობისას სპეცდანიშნულების რაზმმა უკანდახევა აიძულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG