Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სასამართლომ დაუმტკიცა „მუსლიმთა საძმოს“ 10 წევრს სამუდამო პატიმრობა


„მუსლიმთა საძმოს“ წევრები ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამად მორსის (1951-2019) პორტრეტებით.
„მუსლიმთა საძმოს“ წევრები ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამად მორსის (1951-2019) პორტრეტებით.

ეგვიპტის მთავარმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა „მუსლიმთა საძმოს“ წევრებისთვის გამოტანილი განაჩენი და მის ათ წევრს, მათ შორის მოძრაობის ხელმძღვანელს, მოჰამად ბადის, დაუმტკიცა სამუდამო პატიმრობა ციხიდან გაქცევისა და პოლიციელის მოკვლისთვის 2011 წლის რევოლუციის დროს.

სამუდამო პატიმრობა - ეგვიპტეში 25-წლიანი პატიმრობა - ათ პირს თავდაპირველად გამოუტანეს 2019 წელს.

მათ 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ძალადობის გამო 2011 წლის რევოლუციისას, რომელმაც დიქტატორ ჰოსნი მუბარაქის დამხობა მოიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG