Accessibility links

site logo site logo

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის": ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მივიჩნევთ


კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" პარტნიორი ორგანიზაციები ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევენ და განცხადებას ავრცელებენ, სადაც აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ირაკლი აბსანძეს ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

ჟურნალისტი დღეს "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს. ამ აქციაზე პოლიციამ სულ 12 პირი დააკავა. მათ შორის არის მოძრაობა "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე, "სირცხვილიას" ოპერატორი, "გირჩის" რამდენიმე წევრი. დაკავების კადრებში ჩანს, რომ აბსანძე წინააღმდეგობას არ უწევს პოლიციას.

ირაკლი აბსანძე დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.


კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს :
- თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან
- დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.

ქართულ ოცნებასთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც დასრულდა აქცია მთავრობის გადადომის მოთხოვნით რუსთაველზე დასრულდა. ქართული ოცნების ოფისთან მოქალაქეებმა დაროვეს წარწერები "ქართულმა ოცნებამ მოკლა ლექსო ლაშქარავა", დემონსტრანტები ოფისს ესროდნენ კვერხებს და წითელ საღებავებს.

ორი დღეა თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართება მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

აქციის მსვლელობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვლილის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებები და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყოს.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებულია - ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს.

ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებდა მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში კი გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG