Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 11  ადამიანი, გამოვლინდა 1862 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განახლებული მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა. სულ ჩატარდა 35 117 ტესტი.

გასული 24 საათის განმავლობაში 619-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 5,3%,
  • ბოლო 7 დღის - 4,26%
  • ბოლო 14 დღის - 4%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 379 673 შემთხვევა. მათგან 360 558 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 479 ადამიანი. სულ აცრილია 310 332 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG