Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: პრაქტიკულად შეზღუდვების გარეშე დავრჩით, აქციები ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში კოვიდპანდემიის კუთხით მძიმე სიტუაციაა. დღეს კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"არ არის რთული გასაგები, რამ შეუწყო ხელი ინფიცირებულთა ზრდას. ბოლო პერიოდში, ჩვენ პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების გარეშე. მათ შორის, ღამით მოძრაობის შეზღუდვის გარეშე. ბოლო პერიოდში, მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე - მიტინგებზე და სხვა სახის ღონისძიებებზე, ორგანიზებული სახის კონფერენციებზე... აქციები ხელს უწყობს და არავითარ შემთხვევაში ხელს არ უშლის გავრცელებას. იქ პირბადე არავის გამოუყენებია და დისტანციაც არავის დაუცავს. ერთადერთი დაცვის საშუალება, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, არის პირბადე", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაწესებული. მათ შორის, ღია საჯარო სივრცეებში მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ პირბადის ტარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG