Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პოლიციამ 100-ზე მეტი აზიელი მიგრანტი დააკავა ერთმანეთში მომხდარი მასობრივი ჩხუბის შედეგად


რუსეთის პოლიციამ ასზე მეტი ტაჯიკი და ყირგიზი შრომითი მიგრანტი დააკავა მათ შორის მოსკოვის გარეუბან კუზმინკაში მომხდარი მასობრივი ჩხუბის შემდეგ.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნურლან ჯაბაევმა, რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ 70-ზე მეტი დაკავებული ყირგიზეთის მოქალაქეა.

ყირგიზებსა და ტაჯიკებს შორის მომხდარი ეს ჩხუბი გაგრძელებაა 9 ივლისს ქალაქ ხიმკიში მომხდარი ანალოგიური ინციდენტისა, როდესაც ჩხუბის დროს დანით დაჭრეს ორი ყირგიზი კაცი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.

„აუცილებელია შევაჩეროთ დაპირისპირება და თავიდან ავიცილოთ მსგავსი შეტაკებები ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, ვიდრე ასეთი ჩხუბი დიდ კონფლიქტში გადაიზრდებოდეს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას მოსკოვში ყირგიზული დიასპორის ლიდერმა, ელმირა ეშანოვამ.


დაძაბულობა რუსეთში მყოფ ყირგიზ და ტაჯიკ შრომით მოგრანტებს შორის გამწვავდა აპრილის თვეში ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სადავო საზღვარზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, როდესაც ორივე მხარის მესაზღვრეების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და მრავალი სახლი განადგურდა.

XS
SM
MD
LG