Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას, რომელიც მას 2014 წლის თებერვლიდან ეკავა.

"უკრაინის კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად, დავწერე განცხადება შინაგან საქმეთა მინსიტროს პოსტიდან გადადგომის თაობაზე. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობისთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ ოფიცერს და თანამშრომელს. ეს ჩემთვის პატივია!“, - წერია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცემა "ევროპეისკა პრავადს" ცნობით, უკრაინის მმართველ პარტია "ხალხის მსახურთან" დაახლოებული წყაროები მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრის შესაძლო კანდიდატებად უმრავლესობის წევრ, ალექსანდრ ბაკუმოვსა და სამართალდამცველი ორგანოების საკითხთა სპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, დენის მონასტირკის, ასახელებენ.

XS
SM
MD
LG