Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Pfizer-ით 18 წელს მიღწეული და ზემოთ ასაკის პირები აიცრებიან


Pfizer-ით 18 წელს მიღწეული პირები აიცრებიან. რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათზე დაიწყება, აცრები კი - 16 ივლისიდან.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში სულ 28 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინა ჩამოვიდა.

"ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევს 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალი კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, შემდეგ ეტაპზე დაიწყება 16 წელს მიღწეული პირების ვაქცინაციაც.

ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ კლინიკებში:

  • „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“;
  • „კავკასიის მედიცინის ცენტრი“;
  • „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“;
  • „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“;
  • ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“;
  • ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“;
  • ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია - 144-3-ზე.

13 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 310 332 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 120 479 ადამიანი. აცრების დიდი ნაწილი ჩინური წარმოების ვაქცინებით „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ არის გაკეთებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG