Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის პოლიციამ რეიდებით მიზანში ამოიღო "ვიასნა" და სხვა NGO-ები


ბელარუსის პოლიციამ რეიდები განახორციელა 12 არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის ადამიანის უფლებების ცენტრის "ვიასნას" და ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტის ოფისებში, იმ ფონზე, როცა ავტორიტარი მმართველი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა აძლიერებს ზეწოლას ოპონენტებსა და კრიტიკულ ხმებზე.

ბელარუსის ხელისუფლება კრიტიკულ და არასახელმწიფო მედიას და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს ებრძვის მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში ჩატარებულ, კამათის საგნად ქცეულ არჩევნებს ქვეყანაში მოჰყვა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები. ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელმაც გამარჯვება კიდევ ერთხელ მიაკუთვნა ლუკაშენკას.

"ვიასნა" ადამიანის უფლებების უმსხვილესი ორგანიზაციაა ბელარუსში, ის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ წყაროს ინფორმაციისა პოლიტიკური დაკავებების და დაპატიმრებების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG