Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა


საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის დაუძლეველი ბარიერი ბაქოს „ნეფთჩი“ აღმოჩნდა
საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის დაუძლეველი ბარიერი ბაქოს „ნეფთჩი“ აღმოჩნდა

საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის დაუძლეველი ბარიერი ბაქოს „ნეფთჩი“ აღმოჩნდა, რომელთანაც თბილისშიც და ბაქოშიც ერთნაირი ანგარიშით - 1:2 დამარცხდა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი ევროსეზონს კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს, სადაც ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდება. ამავე ტურნირზე გამოდის საქართველოს კიდევ სამი კლუბი: ბათუმის „დინამო“, „გაგრა“ და გორის „დილა“. მათ თითო თამაში უკვე ჩაატარეს და საპასუხო შეხვედრები 15 ივლისს ელით.

ბათუმის „დინამომ“ სტუმრად 4:0 მოუგო სან მარინოს „ტრე პენეს". „გაგრამ" და გორის „დილამაც" გასვლითი მატჩები გამართეს და ორივემ წააგო. „გაგრამ“ მონტენეგროს „სუტიესკასთან" (0:1), ხოლო „დილამ" სლოვაკეთის „ჟილინასთან" (1:5).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG