Accessibility links

site logo site logo

გურამ ფალავანდიშვილის და ზურაბ მახარაძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს


ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერების გურამ ფალავანდიშვილის და ზურაბ მახარაძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია კონსტანტინე მორგოშიას სახლში. რადიო თავისუფლება ცდილობს სხვა დეტალების გარკვევას.

სამივე მათგანი 5 ივლისს "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან. ამ დღეს მინიმუმ 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი.

ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ თავდაპირველად "რუსთავი 2-მა" გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG