Accessibility links

site logo site logo

"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურა მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურა მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას მისი ცოლი ლიკა კასრაძე სხვადასხვა მედიასთან ადასტურებს.

მახარაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილიდან დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერების, გურამ ფალავანდიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც.

სამივე მათგანი 5 ივლისს "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან. ამ დღეს მინიმუმ 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG