Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებიც პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა


​სიძულვილის ჯგუფის ლიდერები ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. მანამდე მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა.

"ახლა ჩვენ მივდივართ განყოფილებაში... გამოვთქვამთ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს - "თბილისი პრაიდსა" და მედიატერორისტებს", - თქვა გურამ ფალავანდიშვილმა.

გურამ ფალავანდიშვილის ცოლმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ "არაფერს არ ეტყოდა" მათ.

გამოკითხვაზეა გადაყვანილი სიძულვილის ჯგუფის კიდევ ერთი ლიდერი ზურა მახარაძე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია კონსტანტინე მორგოშიას სახლში.

სამივე მათგანი 5 ივლისს "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან. ამ დღეს მინიმუმ 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG