Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა


საქართველოში კორონავირუსით 1 თვემდე ბავშვი გარდაიცვალა. ის ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ორ კვირაზე მეტხანს მკურნალობდა. გარდაცვლილ ახალშობილზე მედიასთან "ევექსის კლინიკების" წარმომადგენელმა ისაუბრა.

"პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა ორ კვირაზე მეტი პერიოდი. ის იყო თვემდე ასაკის, ინფიცირებული იყო ალფა, ბრიტანული შტამით, სამწუხაროდ, გარდაიცვალა იმის მიუხედავად, რომ ჩართული იყო მთელი სამედიცინო საზოგადოება... კლინიკაში შემოვიდა 5 დღის ასაკში, მალევე შეექმნა სუნთქვის უკმარისობა, გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, ძნელად ექვემდებარებოდა მკურნალობას", - აცხადებენ კლინიკაში.

მათივე ინფორმაციით, მათთან მყოფი ორი ჩვილი ბავშვის მდგომარეობაც მძიმეა:

"დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ვცდილობთ, რომ დავდოთ დადებითი შედეგი, თუმცა აქაც მძიმე მდგომარეობაა, და კონკრეტული პროგნოზი შეუძლებელია".

საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო იზრდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები. გასული თვეებისგან განსხვავებით, ახლა უფრო მეტი ბავშვი ინფიცირდება. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 1600-ზე მეტ პირს დაუდასტურდა, მათ შორის რამდენია ბავშვი, უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG