Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები 10 მილიონი დოლარის ჯილდოს აწესებს გამომძალველი პროგრამებით თავდასხმების შეჩერების მიზნით


შეერთებული შტატები 10 მილიონი დოლარის ჯილდოს აწესებს იმ ინფორმაციის სანაცვლოდ, რომელიც საშუალებას მისცემს მას, დაადგინოს ვინაობა გამომძალველი პროგრამებით მოწყობილი თავდასხმების ჩამდენი კიბერდამნაშავეებისა, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფებიან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 15 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის 10 მილიონ დოლარს გადაუხდის ნებისმიერს, ვინც შეძლებს დაადგინოს ვინაობა ან ადგილსამყოფელი იმ პირის, რომელიც ონლაინ თავდასხმას აწარმოებს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე და "მოქმედებს უცხო სახელმწიფოს მითითებით ან მისი კონტროლის ქვეშ".

ეს ჯილდოები არის ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედი პროგრამისა, სახელწოდებით "ჯილდოები სამართლიანობისთვის". ის უზრუნველყოფს ნებისმიერი ინფორმატორის უსაფრთხოების დაცვას.

განცხადებაში დამატებით ნათქვამია, რომ შესაძლო გადაადგილება და გასამრჯელოების გადახდა კრიპტოვალუტის მეშვეობით, შეიძლება მისაწვდომი იყოს შესაბამისი წყაროებისთვის. შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკანასკნელი დროის თავდასხმები გამომძალველი პროგრამებით, რუსეთიდან ხდება, თუმცა კიბერდამნაშავეებსა და რუსეთის მთავრობას შორის კავშირი არ დადგენილა.

რუსეთი უარს ამბობს პასუხისმგებლობაზე.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიბერუსაფრთხოების საკითხი წამოჭრა გასულ თვეს მსამიტისას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, და გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას მოუწოდა პუტინს "მიეღო ზომები" გამომძალველი პროგრამებით თავდამსხმელთა ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთიდან მოქმედებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG