Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა იპოვეს ხინოს ხეობაში დაკარგული 2 ახალგაზრდა

მაშველებმა ხინოს ხეობაში 3 დღის წინ დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის გზააბნეული ახალგაზრდების დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, დაკარგულთაგან ერთ-ერთს დაზიანებული ჰქონდა ქვედა კიდური და მაშველების მისვლამდე დაკარგულები მთებს შორის არსებულ ხევში იყვნენ გაჩერებულები.

„სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომლის მიერ ჩატარებული უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, ხინოს ხეობაში მოხერხდა გაუჩინარებული ორი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა. ორივე მათგანი ნაპოვნია უვნებლად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდების ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG