Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ასადმა მეოთხე ვადით დადო საპრეზიდენტო ფიცი


სირიის ლიდერმა, ბაშარ ალ-ასადმა 17 ივლისს მეოთხე შვიდწლიანი ვადით დადო საპრეზიდენტო ფიცი მაისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს.

ასადმა 17 ივლისს სირიელებს თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდა და მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მას მისცა ხმა.

კამათის საგნად ქცეული ოფიციალური შედეგებით, ასადმა 26 მაისის არჩევნებზე ხმათა 95.1 პროცენტი მოიპოვა. არჩევნები ჩატარდა ტერიტორიებზე, რომლებსაც მთავრობა აკონტროლებს. სირიაში სამოქალაქო ომია 2011 წლიდან და ქვეყნის ომამდელი მოსახლეობის თითქმის ნახევარი იძულებით გადაადგილებულ პირად, ან უცხოეთში ლტოლვილად იქცა. დაღუპულია ნახევარ მილიონამდე ადამიანი, ათიათასობით პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

გაეროს თანახმად, მოსახლეობის 80 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს. ქვეყანაში მაღალია ინფლაცია და ეროვნული ვალუტა მკვეთრ დაცემას განიცდის. ბოლო თვეებში ბრძოლის ინტენსივობა შემცირდა, თუმცა ქვეყნის ტერიტორიის 40-მდე პროცენტი მთავრობის კონტროლს მიღმაა. სირიის საზღვრებში აქტიურები არიან უცხოეთის ძალები და უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები.

XS
SM
MD
LG