Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში COVID-19-ის პირველი შემთხვევები გამოვლინდა


ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ოლიმპიურ სოფელში განთავსებულ სპორტსმენებს შორის COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

ორგანიზატორები 18 ივლისს ამბობენ, რომ ვირუსი დაუდასტურდათ ოლიმპიურ სოფელში მცხოვრებ ორ სპორტსმენს, და კიდევ ერთ ათლეტს, რომელიც სხვაგან არის გაჩერებული. სპორტსმენების სახელები დაკონკრეტებული არ არის.

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი, იზრდება შეშფოთება რამდენად შეძლებენ ორგანიზატორები ვირუსთან გამკლავებას, უცხოეთიდან ჩასული სპორტსმენების, მათი თანმხლები და კიდევ სხვა პირების ფონზე.

ორგანიზატორთა თქმით, 1 ივლისიდან თამაშებთან კავშირის მქონე 55 პირს დაუდასტურდა ვირუსი, 17 ივლისიდან კი იაპონიაში ჩასვლისას ის დაუდგინდა ხუთ სპორტსმენს, რომლებიც კარანტინის საგანგებო სივრცეში გადაიყვანეს.

ოლიმპიურ სოფელში 11,000 სპორტსმენი და მათი თანმხლები ათასობით პირი უნდა განთავსდეს. თამაშები, რომლებიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, 23 ივლისს უნდა გაიხსნას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომელიც ტოკიოში და სამ მეზობელ რეგიონშია გამოცხადებული. გულშემატკივრებს, როგორც იაპონიიდან, ისე უცხოეთიდან, აკრძალული აქვთ ოლიმპიურ ღონისძიებებზე დასწრება.

XS
SM
MD
LG