Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 18 194 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 848 შემთხვევა. უქმე დღეებში, როგორც წესი, ტესტირებულთა რაოდენობა იკლებს.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 4.66%;
  • ბოლო 7 დღის - 4.92%;
  • ბოლო 14 დღის - 4.6%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1231-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 3271 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 357 106 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 130 314 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 388 329 შემთხვევა. მათგან 366 250 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5566 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG