Accessibility links

site logo site logo

რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი აგვისტოში სამხედრო მანევრებს ჩაატარებენ ავღანეთის საზღვართან


რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი აგვისტოს დასაწყისში ერთობლივ სამხედრო მანევრებს ჩაატარებენ ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვართან, უსაფრთხოების თაობაზე გაზრდილი შეშფოთების ფონზე, რომელსაც იწვევს ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბანის შეტევა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ.

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურმა, ალექსანდრ ლაპინმა 19 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ წვრთნები ჩატარდება ტაჯიკეთის ჰარბ-მაიდონის სამხედრო ველზე, 5-10 აგვისტოს.

ბოლო კვირებში ასობით ავღანელმა, მათ შორის პოლიციის და სამთავრობო ძალების წევრებმა, ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში და უზბეკეთში გადავიდა, თალიბანის შეტევის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG