Accessibility links

site logo site logo

საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსის შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 36 375 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2616 შემთხვევა. ეს წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი, 1557 თბილისშია.

20 ივლისისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7.19%;
  • ბოლო 7 დღის - 5.24%;
  • ბოლო 14 დღის - 4.77%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 880-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 11 073 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 368 179 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 132 207 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 390 945 შემთხვევა. მათგან 367 130 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5592 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG