Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი, კოსმოსში გაფრინდა


რაკეტა "New Shepard"-ის სტარტი
რაკეტა "New Shepard"-ის სტარტი

20 ივლისს კომპანია „ბლუ ორიჯინის“ მიერ შექმნილი რაკეტა „New Shepard“-ით კოსმოსში პირველად იმოგზაურა მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, „ამაზონის“ დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა. მასთან ერთად „ბლუ ორიჯინის“ რაკეტით კოსმოსში უოლი ფანკიმ, 82 წლის მფრინავმა ქალმა, იმოგზაურა.

ფანკი, ერთ-ერთი პირველი ქალი აეროკოსმოსურ სფეროში, გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ოდესმე გაფრენილა კოსმოსში.

ეკიპაჟში იყო ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის ასტრონავტი, ოლივერ დეიმენი, რომელსაც კოსმოსში მოგზაურობისთვის ბილეთი მამამ, მილიარდერმა ჯოს დეიმენმა დაუთმო. უმცროსმა დეიმენმა მოხსნა რეკორდი, რომელიც ეკუთვნოდა საბჭოთა კოსმონავტ გერმან ტიტოვს, რომელიც 1961 წლის აგვისტოში კოსმოსში 25 წლის ასაკში გაფრინდა.

„New Shepard“-ის მეოთხე მგზავრის როლში იყო ჯეფ ბეზოსის უმცროსი ძმა, მარკ ბეზოსი.
ვერტიკალური აფრენის და ვერტიკალური დაშვების რაკეტამზიდით მოგზაურობა 10 წუთსა და 20 წამს გრძელდებოდა.

7-წუთიანი ფრენის შემდეგ კაფსულა გამოეყო რაკეტამზიდს და დედამიწაზე დაეშვა. პირველად კაფსულიდან გადმოვიდა კოვბოისქუდიანი ჯეფ ბეზოსი, შემდეგ კი დანარჩენი მგზავრები, რომლებმაც ფრენის დასრულება შამპანურის გახსნით აღნიშნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG