Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ქვეყნის ელჩს რიგის მერი უნდა ეცემა ბელარუსის სახელმწიფო დროშის ჩამოხსნისთვის


ბელარუსის ისტორიული თეთრ-წითელ-თეთრი დროშა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშებს შორის. რიგა, 2021 წ. 24 მაისი.
ბელარუსის ისტორიული თეთრ-წითელ-თეთრი დროშა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშებს შორის. რიგა, 2021 წ. 24 მაისი.

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდ ლუკაშენკამ, გააკრიტიკა ლატვიაში ბელარუსის ელჩი, იმისთვის, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა რიგის მერს, მარტინშ სტაკისს, რომელმაც ჰოკეიში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელეობის დროს ბელარუსის სახელმწიფო დროშა ჩამოახნევინა და მის ნაცვლად თეთრ-წითელი დროშა აღმართვინა.

„თუ რიგაში ვიღაც ნაძირალა ბელარუსის დროშას შეეხო და მის ჩამოგლეჯვას და ჩამოხსნას შეეცადა, ასეთ დროს ელჩი უნდა გამოსულიყო საჯრო მუქარით და, შესაძლოა, თავისი სიცოცხლის ფასადაც კი, როგორც იტყვიან, კაცურად უნდა ეცემა ის ნაძირალა. ჩვენთან კი სიჩუმე იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩუმად იყო, ვიდრე პრეზიდენტმა ფეხები არ დააბაკუნა“, - განაცხადა ლუკაშენკამ 20 ივლისს, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების თაობაზე გამართული თათბირის დროს.

თათბირზე ლუკაშენკამ პასიურობისთვის გააკრიტიკა უცხო სახელმწიფოებში მოღვაწე რამდენიმე ბელარუსი ელჩი და დიპლომატი, რომლებიც კაბინეთში ელოდებიან „უამინდობის“ გადავლას და ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ.

უკაყოფილო ლუკაშენკამ დაავალა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინსტრს, რომ საგნობრივად გაანალიზონ ბელორუსის დიპლომატიური სამსახურის საკადრო შემადგენლობა.

24 მაისს რიგის მერის, მარტინშ სტაკისის, გადაწყვეტილებით, რიგაში ჩამოხსნეს ჰოკეის ჩემპიონატის მონაწილე ბელარუსის წითელ-მწვანე სახელმწიფო დროშა და მის ნაცვლად აღმართეს თეთრ-წითელ-თეთრი დროშა, რომელსაც ბელარუსის ოპოზიცია იყენებს.

სტაკისმა სახელმწიფო დროშის შეცვლა იმით ახსნა, რომ ის, მისი აზრით, „სიმბოლოა რეჟიმისა, რომელიც ტერორიზმს ეწევა“. ფედერაციის მოთხოვნაზე, მოიხსნას მისი დროშებიც, სტაკისმა დაწერა, რომ „ყველამ თავად უნდა აირჩიოს მხარე - თავისუფლების მოსურნე ხალხი თუ სისხლიანი დიქტატორი“. ამავე დროს ჩამოხსნეს რუსეთის ფედერაციის დროშები და ის რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სიმბოლიკით შეცვალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG