Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია: პოლონეთსა და უნგრეთში კანონის უზენაესობა და მასმედიის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დგას


ვერა იუროვა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი
ვერა იუროვა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისია 27 წევრ ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ თავის ახალ ანგარიშში უნგრეთსა და პოლონეთს ამ ქვეყნებში მასობრივი ინფორმაციის საშულებების თავისუფლების დონისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაქვეითების გამო, აკრიტიკებს


უნგრეთთან და პოლონეთთან ერთად, ევროკომისიამ თავის ანგარიშში, გამოყო სლოვენია ადგილობრივი მასმედიის თავისუფლების დარღვევის, სლოვენიელი ჟურნალისტების დევნისა და მათი მისამართით ინტერნეტის საშუალებით გავრცელებული მუქარების გამო.

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში განსაკუთრებით დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობა“, - განაცხადა ფასეულობებისა და გამჭვირვალეობის საკითხებში ევროკომიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ახალი ანგარიშის პრეზენტაციის დროს.

კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ 2020-ის ანგრიშში, რომელიც ევროკომიის სპეცალისტების მიერ ევროკავშირის წევრ 27-ივე ქვეყნის ერთნარი კრიტერიუმებით შეაფასებას ეფუძნება, აღნიშნულია ასევე, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ძირითად გამოწვევად კორუფცია რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG