Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე სავარაუდოდ, 5-ჯერ მეტია


რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეესტრში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთჯერ აღემატება ოპერატიული შტაბის ოფიციალურ სტატისტიკას. ეს დასკვნა გამოცემების, „მედიაზონა“-ს, „ხოლოდ“-ის და „მედუზა“-ს ჟურნალისტებმა გამოიტანეს ერთობლივი გამოძიების შედეგად.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ივლისის შუა რიცხვებისთვის 29 მილიონზე მეტი სერტიფიკატი აქვს გაცემული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონავირუსული ინფექცია ჰქონდათ, მაშინ როცა ოპერატიული შტაბის ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვი 6 მილიონს აჭარბებს.

გამოცემები, რომლებმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს, აღნიშნავენ, რომ თუ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეესტრის მონაცემები რეალურია, რუსეთი COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა და პირველზე მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით.

XS
SM
MD
LG