Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ივლისს "რუსთავი 2-ის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს


პოლიციამ 5 ივლისს "რუსთავი 2-ის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ტელევიზიის თანამშრომელს თავს რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული
აქციის მიმდინარეობის დროს, "ცისფერი გალერეას" მიმდებარედ დაესხნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლებით 4-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი. კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე - 23 პირი;
  • "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე - 3 პირი;
  • 1 პირი კი მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ამ დრომდე არავინ არის დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG