Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ჰაკერს ამერიკაში უკვე მოხდილი პატიმრობის ვადა მიუსაჯეს


პიოტრ ლევაშოვი სასამართლოზე
პიოტრ ლევაშოვი სასამართლოზე

რუს ჰაკერ პიოტრ ლევაშოვს ამერიკის შტატ კონეკტიკუტის საოლქო სასამართლომ 33 თვემდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 33 წლის ლევაშოვი 2017 წელს დააპატიმრეს ესპანეთში და შესაბამისად მსჯავრის გამოტანამდე სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა.

პროკურატურა ლივაშოვისათვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთას მოიტხოვდა, მაგრამ მოსამართლემ დაასკვნა, რომ ჰაკერის მიერ მიყენებული ფინანსური ზარალი გამამტყუნებელ განაჩენში გაზვიადებული იყო.

ლევაშოვი 2017 წლის აპრილში დააპატიმრეს ბარსელონაში, სადაც იგი ოჯახთან ერთად შვებულებას ატარებდა. მოგვიანებით ეჭვმიტანილი აშშ-ში იქნა ექსტრადირებული.
რუსეთის მოქალაქეს ბრალი წაუყენეს დავირუსებული გლობალური კომპიუტერული ქსელის „კელიჰოსის“ შექმნასა და მართვაში, რომელიც მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და სპამების გავრცელებით იყო დაკავებული.

რუსეთში ეჭვმიტანილი პროგრამისტი სანკტ-პეტერბურგის სამიდიცინო დაწესებულების საიტის გატეხვასა და მასზე განთავსებული ინფორმაციის ბლოკირებისთვის, დაუსწრებლად დააპატიმრეს.

აშშ-ის სასამართლომ ლევაშოვს სამი წლით მიუსაჯა თავისუფლების შეზღუდვა, რომლის განმავლობაშიც მისო კომპუტერული საქმიანობა ზედამხედველობის ქვეშ იქნება. გარდა ამისა რუს ჰაკერი ვალდებული იქნება გადაიხადოს ჯარიმა, რაზეც განაჩენი მას შემდეგ დადგება, რაც სასამართლო მსჯავრდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.

ლევაშოვმა აშშ-ი თავი დამნაშავედ სცნო კომპუტერებისთვის განზრახ მიყენებულ ზიანში, თაღლითობასა და დანაშაულებრივი შეთქმულების გზით პერსონალური მონაცემების მოპარვაში.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით ლევაშოვი 2010 წლიდან სჩადიოდა კიბერდანაშულს. მის მიერ გავრცელებულ სპამებს შორის, კერძოდ, ყალბი წამლების რეკლამაც აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG