Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის განცხადებით, ხუზესტანის პროვინციაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციელი მოკლეს


საპროტესტო გამოსვლები ხუზესტანში მეექვსე დღეა გრძელდება
საპროტესტო გამოსვლები ხუზესტანში მეექვსე დღეა გრძელდება

ერთი ირანელი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა წუხელ მომხდარი სროლის შედეგად ირანის ჩრდილოეთში მდებარე ხუზესნატის პროვინციაში, სადაც მეექვსე დღეა გრძელდება წყლის უკმარისობით გამოწვეული საპროტესტო გამოსვლები. ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშში პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაში ამჯერადაც „მეამბოხეები“ არიან დადანაშაულებული.

ირანული ტელეკომპანია IRIB-ის ცნობით, სროლა ხუზესატანის პორვინციის ქალაქ ბანდაში წუხელ გვიან ატყდა. ოფიციალური ცნობების თანახმად, საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარ შეტაკებებში დაღუპულად ითვლება სამი ადამიანი.

წყლის უკმარისობით გამოწვეულმა საპროტესტო გამოსვლებმა ირანში 15 ივლისს იფეთქა. ქვეყანა ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე დიდი გვალვის წინაშე აღმოჩნდა, რასაც კიდევ უფრო ართულებს წყლის რესურსების გამოყენების მოუქნელი სისტემა.

გვალვამ დიდი ზარალი მიაყენა ირანის სოფლის მეურნეობას და უკიდურესად შეამცირა რეზერვები წყალსაცავებში.

XS
SM
MD
LG