Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის ავიაკომპანია "ბელავია" ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 4 აგვისტოდან ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავია" მინსკი-ქუთაისი-მინსკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს მიენიჭა.

სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები იქნება 27 ოქტომბრამდე, კვირაში ორჯერ - ყოველ ოთხშაბათს და კვირას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG