Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2261 ადამიანს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 18 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 36 656 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2261 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1410-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ბოლო 24 საათში აიცრა 8659 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 383 339 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 135 291.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 395 621 შემთხვევა. მათგან 369 483 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5636 ადამიანი.

XS
SM
MD
LG