Accessibility links

site logo site logo

ბრალის დამტკიცების გარეშე დამსაქმებელი კონსულტანტს ზიანს ვეღარ აანაზღაურებინებს


თუ დამსაქმებელი ვერ დაადასტურებს, რომ ზიანი რომელიმე კონსულტანტმა მიაყენა, ის რომელიმე კონკრეტულ დასაქმებულს ხარჯს ვეღარ აანაზღაურებინებს. ახალი რეგულაცია შრომის ინსპექციის სამსახურმა დაამკვიდრა.

"ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შრომის ინსპექციამ გამოავლინა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციაში ყველა დასაქმებული დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე საერთო პასუხისმგებლობას იღებდა - ვალდებულები იყვნენ აენაზღაურებინათ დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა პროდუქციის თუ თანხის დანაკლისის მიზეზი.

"კომპანიაში მოქმედი „კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებები მკვეთრად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია თანამშრომელთა პასუხისმგებლობის სახეები განსაზღვროს ინდივიდუალურად", - აღნიშნავენ შრომის ინსპექციაში.

უწყება დასაქმებულებს მოუწოდებს, თუ მათი უფლებები დაირღვევა აცნობონ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: infolio@moh.gov.ge ან დარეკონ ცხელ ხაზზე 1505.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG