Accessibility links

site logo site logo

ვეტერანთა შეურაცხყოფისა და ერთი და იმავე სქესის პირთა სიყვარულის პროპაგანდისთვის თეატრ „სოვრემენნიკს“ პროკურატურაში უჩივლეს


ლია ახედჯაკოვა

რუსეთის საზოგადოებრივმა მოძრაობა „რუსეთის ოფიცრებმა“, გენერალურ პროკურატურასა და მოსკოვის მერიაში თეატრ „სოვრემენნიკის“ სპექტაკლ „პირველი პურის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

„რია ნოვოსტის“ თანახმად, ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული სპექტაკლი „უკიდურეს უპატივცემულობას ამჟღავნებს სამშობლოს დამცველებისადმი“, მასში „გადაჭარბებულად“ არის გამოყენებული „არანორატიული ლექსიკა“ და ადგილი აქვს ერთი და იმავე სქესის პირთა სიყვარულის „დაუფარავ პროპაგანდას“.

ორგანიზაციის წევრები ასევე ამტკიცებენ, რომ ვეტერანთა შეურაცხყოფას შეიცვას სპექტაკლის მთავარი გმირი ქალის მონოლოგი, რომელსაც ამ როლის შემსრულებელი, ცნობილი მსახიობი, ლია ახედჯაკოვა, კითხულობს.

ორგანიზაცია „რუსეთის ოფიცრები“ მოითხოვენ, რომ 23 ივლისამდე, მეორე ჩვენებამდე, შეიცვალოს სპექტაკლი, რომლის პრემიერა 19 ივლისს გაიმართა.

სპექტაკლი „პირველი პური“ რინატ ტაშიმოვის პიესის მიხედვით თეატრ „სოვრემენნიკში“ პოლონელმა რეჟისორმა ბენიამინ კოცმა დადგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG