Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის მოქალაქეს ყარაბაღის ომში სომხეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის


სომეხი ჯარისკაცები ყარბაღში 2020 წლის ოქტომბერი
სომეხი ჯარისკაცები ყარბაღში 2020 წლის ოქტომბერი

ბაქოს სასამრთლომ ათწლიანი კოლონია მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე, ედუარდ დუბაკოვს, რომელიც ბრალდების თანახმად მთიან ყარაბარში მიმდინარე სამხედრო მანევრებში სომხეთის არმიის მხარეზე მონაწილეობდა, როგორც დაქირავებული მებრძოლი. ამის შესახებ ადგილობრივი აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მას გასამხედროებულო ორგანიზაცია VOMA-ს ბაზაზე ავარჯიშებდნენ ტერორიზმში, და ასევე საზღვის უკანონო გადალახვას და დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობას ასწავლიდნენ.


ამის შემდეგ რუსეთის მოქალაქე „პროვოკაციის მოწყობის მიზნით“ 2021 წლის 14 იანვარს თურქეთიდან ჩავიდა ბაქოში, სადაც, ბრალდებული ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.

დუბაკოვმა დანაშაული სასამართლოზე არ აღიაარა. თავის ბოლო სიტყვაში კი განსასჯელმა აღნიშნა, რომ ის მთიან ყარაბაღში სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების დავალებით იმყოფებოდა. დუბაკოვის მტკიცებით, ის აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა 2018 წელს გადაიბირეს და მათი დავალებით ბელარუსშიც იმყოფებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანხმად, ედუარდ დუბაკოვი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. ხოლო გათავისუფლების შემდეგი კი მას აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გააძევებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG