Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საჩუქარი: „ფაიზერის" ვაქცინის 500 ათას დოზას საქართველო 24 ივლისს მიიღებს


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივლისს საქართველო „ფაიზერის" ვაქცინის ნახევარ მილონ დოზას მიიღებს.

„ფაიზერის" ვაქცინა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან დონაციის სახით გადმოეცა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან.

„ფაიზერის“ პირველი, 29 250 დოზა ვაქცინა საქართველომ მარტის მიწურულს, კოვაქს-პლატფორმის გავლით მიიღო.

13 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ დამატებით 28 000 დოზა კოვიდ-ვაქცინა ჩამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG