Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მშვენიერაძე თეა წულუკიანის მოქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს


გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია GDI ის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოქმედებას აფასებს.

„ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა, ერთი მხრივ, არის მის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ხოლო, მეორე მხრივ, ძარცვა - ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს პროკურატურამ, რადგან მთავრობის წევრის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება პროკურატურის ქვემდებარეა", - წერს „ფეისბუკზე" იურისტი.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მოგვიანებით "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე თავადვე დაწერა და თქვა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტზე "მთავარი არხის" კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG