Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა, COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიის შემოწმებაში მონაწილეობაზე, უარი თქვა


ჩინეთის ხელისუფლება არ აპირებს ითანამშრომლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიებასთან, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობას იკვლევს.

გამოძიების მეორე ეტაპის დროს, კერძოდ, უნდა მომხდარიყო იმ ვერსიის შემოწმება, რომლის თანხმად საშიშმა ვირუსმა, გლობალური პანდემიის მიზეზად რომ იქცა, ჩინეთის ქალაქ უჰანში მდებარე ლაბორატორიიდან გამოჟონა.

ჩინეთი კატეგორიულად უარჰოფს ამ ჰიპოთეზას და მის ნაცვლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სთავაზობს გამოიძიოს ვერსია, ჩენეთში კორონავირუსის სხვა ქვეყნიდან შეტანის შესახებ, რასაც პეკინი უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG