Accessibility links

site logo site logo

ცნობილია, როგორ მოხდება Pfizer-ის მეორე დოზებზე რეგისტრაცია


ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო. 12 ათასზე მეტი მოქალაქისთვის 150 ათასზე მეტი ადგილია გამოყოფილი.

ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად 7 კლინიკის ნაცვლად სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს 37 კლინიკას.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ იმ მოქალაქეების რეგისტრაცია, რომლებიც ვაქცინის მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე არ დარეგისტრირდებიან სასურველ კლინიკაში, პირველადი აცრის კლინიკაში ავტომატურად მოხდება.

"[ამ შემთხვევაში] მათ საშუალება ექნებათ, შეცვალონ მათთვის სასურველი კლინიკა და საათი", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ვაქცინის მეორე დოზის რეგისტრაციის დასტურს სისტემა მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში ატყობინებს. ვადა იმ მიზეზით გახანგრძლივდა, რომ ვებგვერდი არ გადაიტვირთოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG