Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 30-39 წლის ასაკის ადამიანებში დადასტურდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეექვსე ანგარიშის თანახმად, რომელიც 2021 წლის იანვარ-ივნისის პერიოდს მოიცავს, პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 30-39 წლის ასაკის მოსახლეობაში დადასტურდა და ინფიცირებულთა 19% შეადგინა.

დროის ამავე მონაკვეთში, ინფიცირებულთა 14% მოიცვა 0-დან 19 წლამდე ასაკის მოსახლეობამ. მათ შორის, 3% შეადგინა 0-4 წლამდე ინფიცირებულთა რაოდენობამ.

ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა 75-79 წლის ასაკის მოსახლეობაში და მან ინფიცირებულთა მხოლოდ 2% მოიცვა.

ტესტირებით დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევებში 58% იყო ქალი და 42% - კაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG