Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყლის საფასურის გადაუხდელობის გამო დენს ვეღარ გათიშავენ - რა შემთხვევაში მოქმედებს ახალი წესი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კომუნალური გადასახადების ახალი წესი დაამტკიცა. თბილისში ელექტროგამანაწილებელ კომპანიას უფლება აღარ ექნება, წყალზე დავალიანების შემთხვევაში აბონენტს მომსახურება შეუწყვიტოს. ახალი წესი მხოლოდ იმ აბონენტებისთვის იმუშავებს, ვისთვისაც წყლის მიწოდების შეწყვეტა ინდივიდუალურად შეიძლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს კომუნალური გადახდის ერთიანი სისტემის გაუქმების სარჩელით ანა ფირცხალაშვილმა 2017 წლის 21 ივლისს მიმართა. ის ითხოვდა, რომ გაუქმებულიყო წესი, რომელიც წყლის და დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიას დენის გათიშვის შესაძლებლობას აძლევდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხზე 4 წელი იმსჯელა. 2021 წლის 5 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით კი მოქალაქის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით, მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს გადახდის ერთიანი წესი, თუ შეუძლებელია რომელიმე სერვისის შეწყვეტა ინდივიდუალურად.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით:

  • მოქალაქეს დასუფთავების გადასახადის გადახდა ისევ მოუწევს. არ არსებობს ბერკეტი, რითაც მხოლოდ ამ სერვისის მიწოდების შეზღუდვაა შესაძლებელი;
  • წყლის დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქეს დენის მიწოდება შეუწყდება, თუ შეუძლებელი იქნება მხოლოდ მისთვის მომსახურების ისე შეწყვეტა, რომ სხვა მეზობელი არ დაზარალდეს. მაგალითად, ძველ აშენებულ კორპუსებში, სადაც ცენტრალური მილი საცხოვრებელ სივრცეში გადის, დენის შეუზღუდავად მიწოდებისთვის, დაფაროს წყლის საფასურიც;
  • განსხვავებული წესია კერძო სახლებსა და ახალ აშენებულ კორპუსებზე, სადაც თითოეულ ოჯახზე დამოუკიდებელი მილია გათვალისწინებული. თუ მოქალაქე წყლის საფასურს არ გადაიხდის, ელექტროგამანაწილებელი კომპანია დენს ვერ გათიშავს, თუმცა, კომპანიის გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეუწყდება წყლის მიწოდება.

საკონსტიტუციო სასმართლოს მიერ გაუქმებული წესი 2010 წლის 13 ოქტომბრიდან მოქმედებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG