Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-იმ "მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო", დაადგინოს დიპლომატების ჯანმრთელობის იდუმალებით მოცული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი


CIA-ის დირექტორი, უილიამ ბერნსი
CIA-ის დირექტორი, უილიამ ბერნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ის, დირექტორმა, უილიამ ბერნსმა, განაცხადა, რომ მან გააძლიერა სააგენტოს ძალისხმევა შეერთებული შტატების დიპლომატების იდუმალებით მოცული ჯანმრთელობის მდგომარეობის - რომელიც "ჰავანას სინდრომის" სახელწოდებითაა ცნობილი - მიზეზის დასადგენად.

ეს სინდრომი - რომელიც სხვადასხვა სიმპტომებს იწვევს თავბრუსხვევის, გულისრევის შეგრძნების, შაკიკის და მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით - ასე იმის გამო იწოდება, რომ პირველად 2016 წელს იჩინა თავი შეერთებული შტატების საელჩოში ჰავანაში, სადაც ათეულობით დიპლომატს გამოაჩნდა სიმპტომები.

მას შემდეგ წლების განმავლობაში, ათობით დამატებითი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი შეერთებული შტატების დიპლომატიურ ობიექტებზე ჩინეთში, რუსეთში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის სწავლობს დაზვერვის თანამშრომლებისგან, დიპლომატებისგან და სხვა ოფიციალური პირებისგან მიღებულ ინფორმაციას ვენაში, რომლებიც ჰავანას სინდრომის სიმპტომების შესახებ ჩიოდნენ.

22 ივლისს თავისი გამოსვლისას, ბერნსმა განაცხადა, რომ არსებობს "ძალიან დიდი ალბათობა" იმისა, რომ ეს სინდრომი განზრახ არის გამოწვეული, და დასძინა, რომ არსებობს შეზღუდული რაოდენობა "პოტენციური ეჭვმიტანილებისა", რომელთაც ძალუძთ მისი მოქმედებაში მოყვანა ასე ფართოდ, მსოფლიოს მასშტაბით.

მან დაადასტურა ისიც, რომ სინდრომის გამოძიების მიზნით შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად მან დანიშნა მაღალი რანგის პირი, რომელიც ალ-ყაიდის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის, ძებნას ხელმძღვანელობდა, და განაცხადა, რომ მან სამჯერ გაზარდა კვლევაში მონაწილე სამედიცინო გუნდის რიცხობრივი შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG