Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთიკის ქარტია ეხმაურება პრემიერის არასრულწლოვანი შვილებისთვის შეკითხვების დასმას


23 ივლისს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. კადრებში ჩანს, რომ ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან იმყოფებოდა და არასრულწლოვან შვილებს უსვამდა კითხვას.

„როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, ჟურნალისტს ბავშვებთან ინტერვიუ არ ჩაუწერია. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს ინფორმაციის მოპოვების მსგავს მეთოდს", - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ

  • ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტმა უპირობოდ უნდა დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესები;
  • თუ მშობლის მი­მართ არსებობს საჯარო ინტერესი, არ ნიშნავს, რომ ეს ინტერესი ავტომატურად გავრცელდეს მის არასრულწლოვან შვილებზეც;
  • როდესაც მშობლის საქმიანობა შუქდება, ჟურნალისტები უნდა მოერიდონ იმ ვიდეო თუ ფოტო­ მასალის გამოყენებას, სადაც მათი არასრულწლოვანი შვილები ჩანან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG